პაატა იმნაძე: სამწუხაროა, რომ მოხუცთა თავშესაფრის დაცვა ვერ მოხერხდა და კორონავირუსმა შეაღწია

“ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ მოხუცთა თავშესაფრის დაცვა ვერ მოხერხდა და კორონავირუსმა შეაღწია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, იმნაძის თქმით, თავშესაფარში მყოფ ადამიანებს მაღალი ხარისხის მომსახურება უტარდებათ.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ მოხუცთა თავშესაფრის დაცვა ვერ მოხერხდა და კორონავირუსმა შეაღწია. ჩვენ გვაქვს დასავლეთის ქვეყნების ძალიან ტრაგიკული გამოცდილება, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ, იგივე შვედეთში, ძალიან მაღალი ლეტალობა გამოიწვია. პრობლემა ის იყო, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ. ჩვენს თავშესაფარში მყოფებს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურება ეწევათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები