“კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისში მკურნალობდა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცია.
„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, – განაცხადა ენდელაძემ.