წელს გლდანში 13 ლიფტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარეს

გლდანის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს 13 ლიფტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 508 892 ლარი დაიხარჯა.

მათ შორის, ლიფტების მოდერნიზაციის სამუშაოები მეექვსე მიკრორაიონის N20 კორპუსის VIII სადარბაზოში განხორციელდა, რისთვისაც 37 320 ლარი დაიხარჯა. ლიფტის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა ცქიტიშვილის N33 კორპუსის I სადარბაზოშიც, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 823 ლარი დიხარჯა. ასევე, სამუშაოები დასრულდა მანაგაძის მეოთხე ჩიხში, N23 კორპუსშიც, რისთვისაც გამგეობამ 48 264 ლარი გამოყო.

სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. რამდენიმე მისამართზე დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი – ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე, ლიფტის რეაბილიტაციის სამუშაოები კიდევ ოთხ მისამართზე მიმდინარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. ის ამხანაგობები, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება, შეგროვებული თანხით სადარბაზოს კეთილმოწყობასა და საერთო ქონებისთვის სხვადასხვა სამუშაოს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები