თეა ახვლედიანი: ჩვენი ორი მოქალაქე კვლავ რჩება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში, იმედს ვიტოვებთ, რომ მათი გათავისუფლება მალე მოხდება

“ჩვენი ორი მოქალაქე კვლავ რჩება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში, იმედს ვიტოვებთ, რომ მათი გათავისუფლება მალე მოხდება”,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მათ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

“ჩვენ მივესალმებით უკანონო პატიმრობიდან ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, რაც არის საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევის შედეგი. კვლავ რჩება ჩვენი ორი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ განვახორციელოთ შესაბამისი ქმედებები, იქნება ეს ცხელი ხაზით გამოყენებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობა თუ წითელი ჯვრის მეშვეობით, რათა მათ მიეცეთ უფრო ხშირი შესაძლებლობა, რომ აკონტროლონ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უფლებები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე მოხდება მათი გათავისუფლება და ეს ძალისხმევა გამოიღებს შედეგს”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები