ლადო ბოჟაძე: ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და სპორტსმენები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს

“ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და სპორტსმენები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სპორტი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის არ გამოიყენონ.
„თუ რაიმე დარგია საამაყო, თუ რომელიმე დარგს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში რამე გაუკეთებია ქვეყნისთვის, ეს სწორედ სპორტია. ჩვენმა სპორტსმენებმა არაერთხელ გაგვახარეს, ასწიეს საქართველოს დროშა, ააჟღერეს საქართველოს ჰიმნი. რა თქმა უნდა, სპროტს ვერ ავცდებით პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს სპორტი და სპორტსმენები. „ქართულ ოცნებაში“ ცნობილი სპორტსმენების წარდგენა გააკრიტიკეს და მეორე დღეს თავად დაასახელეს მაჟრიტარობის კანდიდატებად. ამიტომ, ზოგადად მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით – ოპოზიციას, რომ მოერიდონ სპორტის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას, რადგან ეს ყველასია, ყველას გვიხარია ჩვენი სპორტსმენების წარმატება. ქართულ სპორტს მინდა, ბევრი გამარჯვება და წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები