მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღესდღეობით, კორონავირუსის 3 000-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, მათგან მხოლოდ 17 პაციენტის არის კრიტიკული, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მძიმე, საშულო და მასზე მსუბუქია.

ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი, ასევე, მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები