“ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის, 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, მათ შორის, 8 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
“ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი 8 – გახლავთ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი არის თბილისში, გორშიც 2, საჩხერეში ორია, ქუთაისში კი სამი”, – აღნიშნა ენდელაძემ.