ბულგარეთი წელს უკვე მეორედ ამხელს რუს დიპლომატებს ჯაშუშობაში

ბულგარეთის პროკურატურა ორ რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებს. მათ ბრალად ედებათ ბულგარეთის არმიის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რათა შემდგომ მასალები რუსეთის დაზვერვისთვის გადაეცათ.

მედია წერს, რომ ბულგარეთის მთავარმა პროკურორმა, ივან გეშევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკატერინა ზახარიევას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, წინასასამართლო გამოძიებამ აჩვენა, რომ დიპლომატები 2016 წლიდან აგროვებდნენ ინფორმაციას “ბულგარეთის არმიის მოდერნიზების, ასევე, სამხედრო ტექნიკის აღჭურვის შესახებ ინფორმაციას”. ამისთვის ისინი კონტაქტში შედიოდნენ ბულგარეთის მოქალაქეებთან, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ ინფორმაციასთან.

სისხლის სამართლის დევნა მათი შეუხებლობის გამო იქნა შეწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელ ბულგარეთმა უკვე მეორედ ამხილა რუსი დიპლომატები ჯაშუშობაში.

იანვარში პროკურატურამ მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ასევე ორი რუსი დიპლომატი ამხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები