სოხუმში კარანტინზე უარს ამბობენ – სკოლის პედაგოგებს სახლში გაშვების მოთხოვნის გამო სხვებით ჩაანაცვლებენ

სოხუმში №4  სკოლის დამწყები კლასის მოსწავლეები და პედაგოგები კარანტინის რეჟიმზე გადაიყვანეს.

​ამის შესახებ განათლების ე.წ. სამმართველოს ხელმძღვანელმა, ასტანდა ტარკილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სკოლის დამწყებ კლასებში 18 მასწავლებელი და 570 მოსწავლეა.

ტარკილის თქმით, მას შემდეგ, რაც ქუთაისში სოხუმის ნომერ პირველი სკოლის პედაგოგი კორონავირუსისგან გარდაიცვალა, შუახნის მასწავლებლები ითხოვენ,  სახლში მათი  გაშვება თუნდაც ანაზღაურების გარეშე მოხდეს.

“ვფიქრობ, ამას დავთანმხდებით, ჩავანაცვლებთ. ჩვენი ასაკოვანი მასწავლებლები დაავადებას უკვე მღელვარებით უყურებენ”, – თქვა ასტანდა ტარკილმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ სოხუმის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ორკვირიან კარანტინზე მას შემდეგ გაუშვეს, რაც ამავე სკოლის პედაგოგი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ქუთაისში გარდაიცვალა.

21 სექტემბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 995 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსის დამარცხება 289-მა პაციენტმა შეძლო, 7 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები