აშშ-ში ქალი დააკავეს, რომელიც ტრამპისთვის შხამიანი წერილის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი
აშშ-კანადის საზღვარზე ქალი დააკავეს, რომელიც დონალდ ტრამპისთვის შხამიანი წერილის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი.
CNN-ის ინფორმაციით, დაკავების დროს ქალს იარაღი ამოუღეს.
მანამდე CNN-თვის გახდა ცნობილი, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში სამართალდამცველებმა “რიცინი” აღმოაჩინეს.
წყაროს ინფორმაციით, წერილი კანადიდან იყო გაგზავნილი.