„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და თერჯოლის მერობის კანდიდატებს წარუდგენს

20 სექტემბერს, 13.00 საათზე   მმართველი პარტია მოსახლეობას ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბეჟან წაქაძეს წარუდგენს.

წარდგენას ქართული ოცნების” გენერალური მდივანი  კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – მამუკა მდინარაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

14.30 საათზე,  „ქართული ოცნება” თერჯოლაში ბეჟან წაქაძეს და თერჯოლის მერობის კანდიდატს ლაშა გოგიაშვილს წარადგენს.

16.00 საათზე, ბეჟან წაქაძის წარდგენა გაიმართება ზესტაფონში.

17.50 საათზე, მმართველი გუნდი ბეჟან წაქაძეს ბაღდათში წარადგენს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები