კახა კახიშვილი: ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობა ხალხის სითბო და სიყვარულია, რომელსაც ვგრძნობ

„ხალხის სითბოს და სიყვარულს არ გავცვლი არაფერზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილა გადაცემა „შაბათის ქრონიკაში” განაცხადა.

 

- რეკლამა -

- რეკლამა -

კახიშვილის თქმით, მაჟორიტარობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მისთვის მძიმე იყო:

 

„მე ვარ გუნდის წევრი და როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება შენთვის იყოს არკომფორტული რაღაც ტიპის გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან ხარ გუნდის წევრი, უნდა დაერმორჩილო და მიიღო ეს გამოწვევა, რაც გუნდის წინაშე დგას. როდესაც გუნდმა შემომთავაზა მაჟორიტარობა, მათ შორის იმ რაიონში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის იყო ძალიან რთული გადასაწყვეტი.

 

თუ სამინისტროში ვზრუნავ კონკრეტულ დარგზე და დარგის განვითარებაზე, მაჟორიტარობის შემთხვევაში, უკვე პირდაპირ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ იმ ადამიანთან, ვისთანაც მაქვს შეხვედრა ან იქაური მაცხოვრებელია. კონკრეტულად ყველა მისი პრობლემა ხდება უკვე შენი პრობლემა.

 

არ მიყვარს ტყუილი დაპირებები. მაჟორიტარობის დროს, როდესაც გავალ საარჩევნო კამპანიაში, ვერ დავიწყებ ზღაპრების მოყოლას მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა ავიღო. გამორიცხულია ეს. ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობა დღეს ამ ქვეყანაში არის ხალხის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ. შემიძლია დავიფიცო, ამას არ გავცვლი არაფერზე”, – განაცხადა კახიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები