მარინა ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 70-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 14-ის კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 1 798 კოვიდინფიცირებულიდან 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 70-ზე მეტის კი მძიმედ ფასდება.
კოვიდცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვლაყურეობას ჯამურად 1 798 პაციენტი გადის. აქედან 14 კრიტიკულია, მძიმეთა სიაში კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
ჩვენს ცენტრში არავინ გამოჯანმრთელებულა და არც ახალი პაციენტი დაგვმატებია. დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 35 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, სამი მძიმე პაციენტია, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები