ლავროვი: დასავლეთი საქართველოს გამოყენებას ცდილობს, ჩვენ კი არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, დასავლეთი საქართველოს გამოყენებას ცდილობს მაშინ, როდესაც რუსეთს ქართველების წინააღმდეგ არაფერი დაუგეგმავს არასოდეს. 2008 წელსაც “ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის შეუკავებლობის შესახებ, რომელმაც გათელა ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება”.

ამის შესახებ ლავროვმა RTVI-ის ეთერში თინა კანდელაკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“დასავლეთი საქართველოს გამოყენებას ცდილობს ისევე, როგორც – უკრაინის. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ როლს თამაშობს და ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ტრანში, რომელიც უკრაინას გამოეყოფა, მოკლევადიანი იყოს. ეს არის მიკროკრედიტები, რაც მოკლე საბელზე ყოფნას ნიშნავს, რომლის დაჭიმვაც ყოველთვის შეიძლება. ასევე ცდილობენ საქართველოს გამოყენებასაც. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, ჩვენ არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს. ყველას ახსოვს, როგორ იმყოფებოდნენ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები, წვრთნიდნენ ქართულ არმიას. ყველამ იცის, რომ ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის შეუკავებლობის შესახებ, რომელმაც გათელა ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება.

იმის შემდეგ, რაც-5 დღიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა მშვიდობის დასამყარებლად, ევროსაბჭომ სპეციალური ანგარიში შეუკვეთა. შექმნეს ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანლობდა შვეიცარიელი დიპლომატი, რომელსაც მაშინ სთხოვეს, რომ ეხელმძღვანელა ჯგუფისთვის, რომელიც გამოიკვლევდა 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ კონფლიქტს. მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ყველა სხვა საუბარი, რომლის გამოყენებასაც ის ცდილობდა, თითქოსდა, ვიღაც მის პროვოკაციაზე წამოგებას, ცდილობდა გვირაბის იქეთა მხრიდან, ეს ყველაფერი უკვე მონაგონია. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, მათ უყვართ სიცოცხლე, შეიძლება – ისეც კი, როგორც – რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებს. ყოველ შემთხვევაში, მე ვიცი გარკვეული დამთხვევებისა და საერთო მისწრაფებების შესახებ. მჯერა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი გადალახავენ ამ არსებულ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის“, – განაცხდა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები