აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტი 58.1 %-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით, ანუ 58,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (7,2 ათასი ტონა) შედარებით და 10,5 ათასი ტონით, ანუ 82,0%-ით – გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,8 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,2% (1,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 34,8% (0,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 38,5 ათასი ტონა, რაც 37,0 ათასი ტონით, ანუ 49,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (75,5 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 80,0% (30,8 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,3% (5,5 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 5,7% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები