ჰუბერტ ქნირში: ვხედავ მიზეზს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში პროგრესი შეინიშნება. როგორც მან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმედია, რომ აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა მოსამართლეების შერჩევაზე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს შესწორებები უკვე იყო აქამდე განხილული და მე ვხედავ პროგრესს კანონპროექტში. ჩვენ არ გვქონდა დრო, სრულად შეგვესწავლა ქართული ტექსტი, რომელიც წარადგინეს, თუმცა, მე ვხედავ მიზეზს,  მქონდეს იმედი, რომ ეს შედეგად გამოიღებს კანონის კარგ ცვლილებას და დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას”, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები