ანრი ოხანაშვილი: იმედია, სააკაშვილი ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რათა აუხსნან, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს

“იმედია, მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან, ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ მევენახეებისადმი გაკეთებულ მიმართვას.

ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილი ხალხს ვერ მოატყუებს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუ რამე ფანტაზია არსებობდა, ახლა იმ ფანტაზიის მიღმაა. მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს. რასაც კადრულობს და ცდილობს, მოატყუოს, ამას არ მიიღებს ხალხი. დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Faceebook-ზე გამოაქვეყნა კიევში, ვენახში გადაღებული ვიდეო და ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანლის სახელით“ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ მევენახეებისთვის სუბსიდირების ოდენობაზე და აღნიშნა, რომ 30 თეთრი „უბრალოდ, დაცინვაა“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები