ქუთაისში გოგონებმა სახლი დაიქირავეს, შემდეგ კი გაქურდეს

ქუთაისში, ქალაქის ცენტრში გოგონებმა გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფილი სახლი დაიქირავეს, რამდენიმე კვირაში კი გაქურდეს. სახლიდან მათ ავეჯი, ტექნიკა და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

მომხდარს მეზობლები ადასტურებენ.

“ერთი ტიროდა – ფეხმძიმედ ვარო. გაქურდა ოჯახი და მერე ტიროდა. ყველაფერი წაიღეს. სახლი გაქურდეს. წაღებულია გაზი, მაცივარიც”, – აცხადებს ერთერთი ადგილობრივი.

აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირა” შსს-ს დაუკავშირდა.

უწყებაში განაცხადეს – “აღნიშნული ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. გაქირავებული ბინა ნამდვილად გაიძარცვა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები