რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.
მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სამოკავშირეო ურთიერთობის თემატიკაზე ისაუბრებენ, ასევე, საერთაშორისო პრობლემებსა და რეგიონში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, განცხადებები გაკეთდება.