რუსთავში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული პირი რუთავის ერთერთ კლინიკაში მუშაობს.

„დღეს გვაქვს 1 ახალი შემთხვევა რუსთავში. ჩემი ინფორმაციით, ინფიცირებული პირი უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მასთან კონტაქტი ბევრია და ამ წუთში მიმდინარეობს ეპიდკვლევა. იგი რუსთავის ერთერთი კლინიკის თანამშრომელია და უკვე განსაზღვრულია ის დღეები როდის მუშაობდა და ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევები“, –  განაცხადა ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, ჯამურად, რუსთავში კორონავირუსის 33 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 87 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები