ტრამპი: სამწუხაროდ, შესანიშნავი სამუშაოს შესრულების შემდეგ, ტულსი გაბარდი ადმინისტრაციას ტოვებს, მის შესანიშნავ მეუღლეს ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება.
მისი თქმით, გაბარდის მოვალეობას დროებით მისივე პირველი მოადგილე შეასრულებს.
„სამწუხაროდ, შესანიშნავი სამუშაოს შესრულების შემდეგ, ტულსი გაბარდი ადმინისტრაციას 30 ივნისს დატოვებს. მის შესანიშნავ მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა და რათა დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა, სანამ ისინი ერთად გადიან ამ რთულ ბრძოლას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის მალე იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე ოდესმე. ტულსიმ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და ის მოგვენატრება. მისი უაღრესად პატივცემული ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოადგილე, აარონ ლუკასი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება“, – წერს ტრამპი.