აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი თანამდებობიდან გადადგა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ივნისის ბოლოს თანამდებობას ტოვებს.
„ევროპული პრავდას“ ცნობით, CNN-ს სიტუაციის შესახებ სამმა წყარომ განუცხადა.
წყაროების თანახმად, გაბარდმა კოლეგებს უთხრა, რომ თანამდებობას ტოვებდა, რადგან მისი ქმარი კიბოს ებრძოდა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გაბარდმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა.
შემდგომში ტელეარხმა დონალდ ტრამპისადმი გაბარდის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს, რომ იძულებული გახდა გადამდგარიყო.
„ჩემს ქმარს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უკიდურესად იშვიათი ფორმა დაუდგინდა. მას მომდევნო კვირებსა და თვეებში მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის. ახლა მე უნდა დავტოვო საჯარო სამსახური, რათა მის გვერდით ვიყო და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში“, – წერს გაბარდი.
აღსანიშნავია, რომ სენატმა გაბარდი ამ თანამდებობაზე 2025 წლის თებერვალში დანიშნა.