დოჰა ირანთან სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს იწყებს

კატარის მოლაპარაკების ჯგუფი, შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, თეირანში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყონ ირანთან ომის დასრულებისა და გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაზე შეთანხმების მიღწევას.

ამის შესახებ „როიტერსს“ კომპეტენტურმა წყარომ განუცხადა.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემებია ირანის ბირთვული პროგრამა, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. ამ პროცესში შუამავლის როლს აქტიურად პაკისტანი ასრულებს, ხოლო კატარი რეგიონულ პარტნიორებთან კოორდინაციით ცდილობს დიალოგის გაგრძელებას.

მედიის თანახმად, დოჰა, რომელიც ადრე ღაზას სექტორსა და საერთაშორისო დაძაბულობის სხვა ზონებში შუამავლის როლს ასრულებდა, ბოლო კონფლიქტის დროს ირანის რაკეტებისა და დრონების მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ჯერჯერობით ირანთან ომში შუამავლობისგან თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები