სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

სამგორის რაიონის მაჟორიტების კანდიდატი, სოზარ სუბარი მოსახელობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

დღეს სოზარ სუბარი აფრიკის მოსახელობას შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მათთან საუბრისას რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა .

მოსახელობის ძირითადი პრობლემები ქუჩების მოასფალტებას, კანალიზაციის არარსებობასა და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ეხებოდა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, არსებული საკითხები დროულ რეაგირებას საჭიროებს. არჩევის შემთხევაში, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამგორის რაიონის ბიუჯეტი გაიზარდოს, რომლის დიდი ნაწილი მიმართული უნდა იყოს ისეთი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, რომელიც 72 ქუჩის კანალიზაციის პრობლემას ეტაპობრივად გადაჭრის, ხოლო რაც შეეხება უკანონო მშენებლობებსა და მათი დაკანონები საკითხს – შესწავლა ინდივიდურად უნდა მოხდეს, რათა პროცესი კანონიერ ჩარჩოში მოექცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები