დავით მათიკაშვილი: ვერ ეღირსება სააკაშვილი, რომ მომავალი მოუკლას საქართველოს – საქართველო გაიმარჯვებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დღეს საქართველოს ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, არბევს და ვეღარ ყიდის სამშობლოს, თუმცა თავისნაირი ნაძირალების ხელშეწყობით კვლავაც ცდილობს, ისევ მომავალი მოუკლას საქართველოს.

„2012 წლამდე: იტყუებოდა გაბედულად; ძარცვავდა შემართებით; ანგრევდა ენთუზიაზმით; ჩაგრავდა, არბევდა, ცემდა და ხოცავდა დიდი მონდომებით; სამშობლოს ყიდდა, მიწას ლოღნიდა და მტერს ახარებდა ლაჩრულად. და ამ ყველაფერს გმირობად ასაღებდა. დღეს: იტყუება ფარისევლურად; იტყუება ენთუზიაზმით; იტყუება დიდი მონდომებით; იტყუება ლაჩრულად და ცდილობს ლაჩრობა გმირობად გაასაღოს. ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, ვერც არბევს და კლავს, ვეღარც სამშობლოს ყიდის, თუმცა, თავისნაირი ნაძირლების ხელდასმითა და ხელშეწყობით ცდილობს კვლავ: გვძარცვოს; გვანგრიოს; გვარბიოს; გვხოცოს; სამშობლო გაყიდოს და მომავალი მოუკლას საქართველოს. ვერ ეღირსება ამას სააკაშვილი! საქართველო გაიმარჯვებს!!!”, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები