გვჭირდება ფერმერების მეტი ჩართულობა, რათა მათი ინტერესები სრულად გავითვალისწინოთ – გოგი მეშველიანი ფერმერებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ბოლნისელ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში განხორციელებული პროგრამები გააცნო.

როგორც მმართველი გუნდის კანდიდატმა აღნიშნა, საარჩევნო ოლქში ყველა მუნიციპალიტეტს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება.

„ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების ჩამოყალიბებული ხედვები და ფერმერების მხრიდან მეტი ჩართულობა გვჭირდება, რათა მათი ინტერესები სრულად გავითვალისწინოთ. ფერმერებთან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რომ მათ მეტი სამუშაო ადგილის და საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა შევუქმნათ“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები