გალში დაუდგენელმა პირებმა ჯემალ სოსელია გაიტაცეს
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში 1962 წელს დაბადებული სოსელია ჯემალი დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.
ე.წ. გამოძიების ინფორმაციით, შავ ტანსაცმელსა და ნიღბებში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირებმა სოსელიას მართვის ქვეშ მყოფი BMW მოდელის ავტომობილი სოფელ რეჩხთან გააჩერეს და მასთან ერთად ენგურჰესის მიმართულებით გაემგზავრნენ.
წინასწარი ვერსიით, ჰესთან ახლოს სოსელიასა და დაუდგენელ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც მეგრულად სიტყვიერ დაპირისპირებასა და შემდგომ ჩხუბს წარმოადგენდა. ამის შემდეგ, თავდამსხმელებმა სოსელია საქართველოსთან ე.წ.საზღვრის მიმართულებით წაიყვანეს.
მოგვიანებით, სოსელიას ავტომობილი ე.წ. ძალოვნებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან იპოვეს. ასევე, დადგენილია, რომ სოსელიამ და მისმა გამტაცებლებმა ე.წ.სასაზღვრო პუნქტამდე ფეხით გაიარეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.