გიორგი გახარია: არანაირი პრობლემა ხმის მიცემის პროცესს არ ექნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება.

პრემიერის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლები უკვე შემუშავებულია.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია. შეთანხმებულია როგორც ცესკო-სთან, ასევე – საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ყველაფერი ჩატარდება დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები