„ილია ჭავჭავაძის პრემია“ 12 სექტემბერს მეოთხედ გაიცემა

12 სექტემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ (ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარედ), ღია სცენაზე გაიმართება „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოების ცერემონიალი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დაჯილდოების შემდეგ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მკვლელობის შესახებ ახალი სცენური ვერსია).
ყოველწლიური ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ წელიწადში ერთხელ გაიცემა. პრემიით დაჯილდოების ცერემონია, ყოველ წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში იმართება.

„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ ლაურეატები არიან: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (2017 წ.), მწერალი, პუბლიცისტი და გამომცემელი როსტომ ჩხეიძე (2018 წ.), „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – SOVLAB“ (2019 წ.).
წლის ლაურეატის გამოვლენას უზრუნველყოფს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდთან“ არსებული პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები 9 -კაციანი სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

პრემიის დაარსების მიზანია, საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის ზრდა, სტიმულირება;საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმომადგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები