მიხეილ სააკაშვილი: ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების თაობაზე ხვალ განცხადებას გააკეთებს.
შესაბამისი პოსტი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”,- წერს სააკაშვილი.