საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოში ადასტურებენ.
როგორც სასამართლოში განაცხადეს, ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კვლევისთვის სინჯებს იღებენ.
“დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. პრევენციის მიზნით, სასამართლოს ყველა თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდება”, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო „დონაში” იმყოფებოდა.
წყარო: https://www.interpressnews.ge