საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა.

“ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა,”- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები