ვაშინგტონში ჯანმო-დან გასვლის ვადა დაასახელეს
შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობას სრულად 2021 წლის ივლისში დაასრულებს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა.
“გაცილებით ტრანსპარენტულ და ისეთ პარტნიორებს მოვძებნით, რომლებიც მეტ ნდობას დაიმსახურებენ. გასვლა ძალაში 2021 წლის 6 ივლისს შევა”, – თქვა ორტაგუსმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ იყოს ნაპოვნი ორგანიზაცია-პარტნიორი, რომელიც ჯანმო-ს ფუნქციას შეასრულებს.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯანმო-სთან თანამშრომლობას წყვეტს, რადგან ორგანიზაციამ “საჭირო რეფორმების გატარებაზე უარი თქვა”. გარდა ამისა, მან ჯანმო ჩინეთის ინტერესებიდან გამომდინარე პანდემიის მასშტაბები დამალა.