კახა კახიშვილი: მთავარია მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები

პარტია „ქართული ოცნების” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს, ოპონენტებთან ითანამშრომლოს.

როგორც კახიშვილმა „პალიტრას” ეთერში განაცხადა, „ქართულ ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნების  კატასტროფული პრობლემა არ გააჩნია.

„არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს აირჩიოს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შემდგომში ჩამოაყალიბებს მთავრობას. მესმის ოპოზიციის რიტორიკა, მესმის ექსპერტების ეჭვი, არ ვფიქრობ, რომ ისე ცუდად არის საქმე, როგორც ხატავენ. იდეა და წარმატებები რომ არ ყოფილიყო კონკრეტულ სფეროში, დამიჯერეთ, 8 წლის განმავლობაში „ოცნება” ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა.  მთავარია, ჩვენ ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიულად არჩევნები იმისთვის, რომ ოპონენტებს არ მივცეთ საშუალება იმაზე აპელირების, რომ გაყალბდა არჩევნები”, – განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილმა ოპონენტებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

მისივე თქმით, არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი პიროვნულ ზიზღში გადავიდეს.

„მზად ვარ შევხვდე ჩემს ოპონენტებს იმ საარჩევნო ოლქში, ვისთანაც ერთად მექნება ოპონირება, მათთან ერთად შტაბების დონეზე გავცვალოთ ოპერატიულად ტელეფონები, რომ თუ სადმე, ვინმე ხედავს კონკრეტულ დარღვევას მაქსიმალურად მოკლე დროში, ერთმანეთთან ინფორმაციების გაცვლებით ეს პრობლემები აღმოვფხვრათ.  არამხოლოდ ოპონენტებს, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შევხვდები, რომლებიც დარეგისტრირდებიან როგორც საარჩევნო დამკვირვებლები, მათთან ერთადაც მექნება აქტიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები. შესაბამისად, მთლიანად „ქართულ ოცნებას” ასეთივე გეგმა აქვს.  პოლიტიკური პროცესი არა უნდა იყოს ომთან, გამარჯვებასთან, წაგებასთან ასოცირებული. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, პიროვნულ ზიზღში არ შეიძლება გადავიდეს, შეიძლება გავაკრიტიკო კონკრეტულად პროგრამა, შეიძლება გავაკრიტიკო ხედვა, მაგრამ პიროვნულად ამას ასეთი სახე აქვს და იმას ესეთი თვალები აქვს არა”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები