ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება

ზუგდიდში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს მარტოხელა მერი შონიას ესტუმრა და მასთან პანდემიაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

კანდიდატის განცხადებით ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება.

,,დღეს მერი შონიას ვესტუმრეთ. საოცრად თბილი ქალბატონია. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის პანდემიაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე. ქალბატონი მერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამებში ჩართულია და კოვიდის პერიოდში გაწეულ თანადგომაზე გვესაუბრა. მართალია, ეს საკმარისი არაა, მაგრამ ჩვენი მთავრობა კვლავ მაქსიმალურად დაუდგება გვერდში ყველა მოქალაქეს, ვისაც დახმარება სჭირდება.

ქალბატონ მერის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ვესტუმრე. მამუკამ მე და ჩვენს მასპინძელს მარტოხელა ხანდაზმულების შინმოვლის პროგრამა გაგვაცნო, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელიც სხვადასხვა მომსახურების სერვისს უფასოდ სთავაზობს იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება. დასაფასებელია, რომ ზუგდიდს ეს პროექტი შემუშავებული აქვს და ის გამართულად მუშაობს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები