სტიპენდია წარჩინებულ მოსწავლეებს – მცხეთის მერიის ინციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შემუშავდა და საკრებულოს წინაშე წარდგა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს : სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, უმაღლესი შეფასებასა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, ერთჯერადად სახელმწიფოსგან გადაეცეთ ფულადი ანაზრაურება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა.

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის ყველა წარჩინებული მოსწავლე აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიიღებენ სტიპენდიას, რომელიც სემესტრულად 250 ლარის ოდენობით განისზღვრება. აღნიშნული პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სჯარო სკოლას მოიცავს. პროექტი ორიენტირებულია სკოლის მოსწავლეთათვის მოტვიაციისა და შემდგომი უკეთესი განათლების მიღების პერსპექტივისთვის.

„ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული და შემდგომ დამტკიცებული პროექტი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმა განათლების მიმართულებით. ყოველთვის აღვნიშნავ და ახლაც ვიტყვი, რომ განათლება ეს გახლავთ პრიორიტეტული სფერო, რომლის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დამტკიცდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, რომელთაც აქვთ უმაღლესი შეფასებები და ამავე დროს მაღალი აკადემიური მოსწრება, მიიღონ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით. აღარავინ დაობს, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვიმუშავეთ აღნიშნულ პროექტზე. მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორია, ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები