ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ აბისში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და 500 მეტრამდე ასფალტბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოში შესასვლელების მოწყობა. პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით,”- წერია ინფორმაციაში.