ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, საავტომობილო ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე მამათის ღელეზე და მდ. რობაზე საავტომობილო ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი რომლის ღირებულებაც 1 119 665 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები