გიორგი ტყემალაძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, არიან დაშავებულებიც, რომელთა გადასარჩენადაც ამ წუთებში ყველაფერი კეთდება. ვიმედოვნებ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებიც. კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია გიორგი ტყემალაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები