კახა კალაძე შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება

თბილისის მერი, კახა კალაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველა შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან”, – აცხადებს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები