არჩილ თალაკვაძე: გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა
“მოხარულები ვართ, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.
“მოხარულები ვართ, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში გადადგა ეფექტური ნაბიჯები, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით, პრიორიტეტები სამართლიანად იყო განსაზღვრული, პირველ რიგში დავეხმარეთ ბავშვებს და სწორედ ეს არის ამ კვლევაში განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასებული. დავეხმარეთ მრავალშვილიან ოჯახებს, ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე სხვა სოციალურ ჯგუფებს. რასაკვირველია, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა აღვადგინოთ”,- განაცხადა თალაკვაძემ.