17 აგვისტოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რუსთავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს
17 აგვისტოს, 20.00 საათზე მმართველი პარტია მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს წარუდგენს.
არსებული ინფორმაციით, წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი – არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.