ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 77 ადამიანს ჩაუტარდა, შვიდ მათგანს კი, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევაა დადასტურებული. 69  ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები