ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 155 დადასტურებული შემთხვევაა.

დე ფაქტო მთავრობის, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 ბავშვია. სამის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება ერთმა პირმა შეძლო, სულ 51 გამოჯანმრთელებულია, დაავადებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები