ამირან გამყრელიძე: მესტიაში მდგომარეობა კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა კონტროლირებადია.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში PCR ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში ამჟამად მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური PCR ტესტირება. გუშინწინ და გუშინ ერთობლივად აღებულია, დაახლოებით, 1400-მდე ნიმუში, აქედან 450-ის კვლევა დამთავრებულია და სულ გვაქვს 30 დადებითი შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალია.  ეს 30-ვე შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის თემთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები