მახინჯაურში ავარიისას დაშავებული 7 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში განუცხადეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, მოზარდი 9 აგვისტოს, გვიან ღამით ტრავმული შოკით შეიყვანეს, მას ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათივე ცნობით, თბილისში გადაყვანას პაციენტი არ ექვემდებარება.

მედიკოსების თქმით, 9 აგვისტოს ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კიდევ ორი მოზარდი შეიყვანეს, რომელიც აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ისინი ამჟამად ბინაზე არიან გაწერილები.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, გვიან ღამით მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაკავებულია მძღოლი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები