დღეს „ქართული ოცნება“ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

დღეს მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

ღონისძიებას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე პარტიის ლიდერები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები