დმანისში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მოძღვარმა – მამა გიორგიმ დაღუპული მებრძოლი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები