ირაკლი კობახიძე: სოციალური დახმარების პაკეტი ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარება, ​ პანდემიით მიყენებული სოციალური ზიანი მაქსიმალურად აღიდგინონ

“დღეს წარდგენილი სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ პანდემიამ მიაყენა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით პანდემიამ ეკონომიკური სირთულეები შექმნა და ამას პასუხი სჭირდება.
„ჩვენი პასუხი, პირველ ყოვლისა, არის სოციალური დახმარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები