ბათუმელი ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

8 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციართა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე, 11:00 საათიდან, მისამართზე: ქ. ბათუმი; ტბელ აბუსერიძის ქუჩა N 11; 112-ის შენობა;
მათივე ცნობით, კარდიოლოგიური კვლევების საჭიროების მქონე ვეტერანები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს;
ტელ: 599 09 17 48;
ცნობისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები